| makrine |
თარიღი: პარასკევი, 20.06.2008, 16:43 | წერილი # 1 |
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
|
ქართული სამზარეულო მსოფლიოში განთქმულია. იგი მდიდარია ტრადიციული ქართული კერზებით, რომელშიც შედის საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული კერძები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავის სვანურ ტრადიციულ კერძებს:კუბდარი, ჭიშდვარი, თაშ მჯაბ, მეერწვ, სიმინდაარ, თაშარ, სულგუნ და სხვა. |
| |
| |
| SVANCHIKA |
თარიღი: პარასკევი, 20.06.2008, 23:47 | წერილი # 2 |
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
|
ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა. ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება. თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ. უხუცესები სუფრასთან სვანურ "მაჩუბში" სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება. სვანური სუფრა
|
| |
| |
| svanka |
თარიღი: შაბათი, 21.06.2008, 11:27 | წერილი # 3 |
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
|
au es sufra momca.if ra kubdaria
barcelona 4 ever da ushguli for ever |
| |
| |
| farchxuna |
თარიღი: შაბათი, 05.07.2008, 18:51 | წერილი # 4 |
| რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 5
|
au mec mindaaaaaaa kubdariii |
| |
| |
| makrine |
თარიღი: ორშაბათი, 14.07.2008, 14:36 | წერილი # 5 |
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
|
თაშ მჯაბ[/color] [color=purple]ითარგმნება, როგორც მოხარშული ყველი. მზადდება კარგად დამწიფებული ყველისაგან. გავაცხელოთ ტაფა. ჩავყაროთ დაჭყლეტილი ყველი. ყველი დაიწყებს დნობას და თან ვურიოთ. როცა დადნება კარგად (წვენს გამოუშვებს) ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, რათა კარგად შეეიკრას და ცხიმი გამოუშვას. ვურიოთ და როცა ცხიმს ცალკე მოიყენებს და შეატყობთ, რომ ფქვილს მოხარშავა ყოფნის, დაამატებთ მარილს და გადმოიღეთ ცეცხლიდან. |
| |
| |