[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » ისტორია » ,,მუზეუმი ცის ქვეშ ” -”ათასი კოშკის მხარე” (რა იცით სვანურ კოშკებზე?)
,,მუზეუმი ცის ქვეშ ” -”ათასი კოშკის მხარე”
makrine თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:47 | წერილი # 1
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
გნებავთ ჩემთან ერთად იმოგზაუროთ “ათასი კოშკის მხარეში”, ,,მუზემში ცის ქვეშ“ კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე რომ გადაშლილა?
სწორედ ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ სვანეთს არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელი ტურისტებიც. 2800 მეტრი სიმაღლის ლატფარის უღელტეხილიდან რომ გადახედავთ კავკასიონის მარადიული თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ფიქრივით გაშლილ იალაღებს, მქუხარე ჩქერალებს, ქონგურებიან კოშკებსა და ღრმა ხეობაში მბორგავ ნადავლიან ენგურ-მდინარეს, მზით გასხივოსნებულ საჯიხვეებსა და მთიდან მთამდე არწივის ბუდეებივით ჩადგმულ სოფლებს, თავი ბუმბერაზთა ზღაპრულ სამეფოში გეგონებათ.
ეს გახლავთ სვანეთი, სვანთა სავანე, საქართველოს ოლიმპო, პოეტები მას საქართველოს სახურავს უწოდებენ, აქ მყინვართა სუნთქვა იგრძნობა და გგონია ცას ხელით შევეხებიო. “თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთ” – ურჩევდა დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე თანამედროვეებს. დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე - სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე. პირველი - ზემო სვანეთი, ადმინისტრაციულად მესტიის რაიონითაა წარმოდგენილი, მეორე - ქვემო სვანეთი – ლენტეხის რაიონით.
სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ) და სხვა. აქვეა საქვეყნოდ ცნობილი კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა.
სვანეთი მდიდარია ისტორიითა და კულტურით. ისტორია და კულტურა შემონახულია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. აქ დღემდეა შემორჩენილი შეწირულობებით მდიდარი 70 ეკლესია და მრავალი საკულტო ნაგებობა, მათ შორის წარმართული ხასიათის ნიშებიც. ძეგლთა დიდი უმრავლესობა აგებულია X-XV საუკუნეებში და დამშვენებულია საქართველოს ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი ფრესკული მხატვრობით. იფრარის, ლაგურკის (წმინდა კვირიკეს) და ნაკიფარის ეკლესიები სამეფო კარის მხატვრის, თევდორეს მიერაა მოხატული XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ლატალის მაცხვარიშის ეკლესია მიქაელ მაღლაკელს დაუმშვენებია ქრისტიანული ფერწერული ნახატებით (XII ს.) და სხვა, ეკლესიების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის აგებული და მოხატული.
საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმად, მორწმუნენი შეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებს. ამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებში დაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთების, სამკაულების, სანადირო-საომარი იარაღის, ჯვარ-ხატების, ნანადირევის რქების, ნუმიზმატიკური ერთეულების, ხელნაწერების და სხვათა სახით. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია, ნაწილი კი შემოტანილი. ხატისა და თემის რიდით ამ სიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდა. ამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრეს სახელმწიფო იცავს. ამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია. სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს, ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითად “ლილე” – ეძღვნება მზის ღვაებას, “ქალთიდი” და სხვა).
სვანეთი მნახველბს აღაფრთოვანებს არა მარტო უმშვენიერესი ბუნებით, არამედ კოშკებითაც, რომლებიც სვანეთის სავიზიტო ბარათია.
ახლანდელი კოშკების უმრავლესობა დაახლოებით მეთორმეტე საუკუნისაა, მაგრამ სვანეთის უძველესი კოშკები და სამლოცველოები ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლედით თარიღდება. სვანურ კოშკს დიდი დატვირთვა ჰკონდა ძველ სვანეთში. ის ძირითადად თავშესაფრის როლს ასრულებდა. სვანური კოშკი ოთხ-ხუთსართულიანია და დაახლოებით 20-25 მეტრი სიმაღლისაა, გვირგვინით შემკული, ქონგურებიანი, ოთხკუთხოვანი. ზედა სართულზე დატანებულია სარკმელები, რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს და ზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთია ორიენტირებული ფერდობისაკენ. კოშკის სივრცული ორიენტაცია, საძირკვლის ნახევრად სფერული ფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობას, რაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავი, ღვარცოფი და სხვა) დროს.
კოშკის მთავარი შესასვლელი მიწიდან 3-5 მეტრის ზევით იყო, რაც თავდაცვას აიოლებდა. მტერი ადვილად ვერ შედიოდა კოშკში. ვიწრო სათოფურებიდან, რომელის კოშკის ზედა სართულებზეა განლაგებული, გუშაგი სოფლის გზას ზვერავდა და ბრძოლის დროს უფრო დაზღვეული იყო, რადგან მტერი მას ვერ ხედავდა. საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. ალის დანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარ მზადყოფნაში. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით. გადმოცემის თანახმად, კოშკები ერთმანეთთან საიდუმლო გვირაბებით იყო დაკავშირებული. მაგალითად, ჩემს სოფელში დღემდე ეძებენ ახალგაზრდები ამ გვაირაბებს, რაღაც ნაწილს მიაგნეს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი გვირაბი, რადგან 10-15 მეტრის მერე გვირაბი მთავრდება. ფიქრობენ, რომ ეს გზის ასაბნევი გვირაბი იყო. თვითონ კოშკების განლაგება და სტრუქტურა აფიქრებინებს ადამიანს, რომ გვირაბები მართლაც არსებობდა. ზოგიერთ სოფელში მართლაც აღმოჩენილია ასეთი გვირაბები. ხალხური ხუროთმოძღვრების ეს იშვიათი ძეგლები დარაჯობდნენ სახლს, სოფელს, ეკლესიას, დარაჯად უდგნენ ენგურის ხეობას საუკუნიდან საუკუნემდე და შეუნარჩუნეს საქართველოს ეს ვრცელი და დიდებული მხარე. შეუნახეს დიდი ხელოვნებით გამოჭედილი ხატ-ჯვარი, ხელნაწერები, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები.
 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:51 | წერილი # 2
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
au ashkard vamayob svanobit raaa biggrin

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
makrine თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 16:01 | წერილი # 3
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
რა? აქამდე ეჭვი გეპარებოდა, რომ უნდა გეამაყა სვანობით?
მე, გმერთს მადლობას ვწირავ, რომ ქართველად გამაჩინა და თანაც სვანად. სვანობა მართლაც საამაყოა და ძალიან ცუდი თუ ამას სვანები ვერ აღიქვამენ cry
,, ხოჩა ლიშვანს მამგვეშ ხოჩა”
 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 16:09 | წერილი # 4
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
chanxdeni si ma jayri cool ara gogo magram kidev ertxel davafiqsire chemi azri

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
ფორუმი » მთავარი » ისტორია » ,,მუზეუმი ცის ქვეშ ” -”ათასი კოშკის მხარე” (რა იცით სვანურ კოშკებზე?)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში