ფორუმი
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » სვანეთის ბუნება » სვანური სოფლები » მესტია (ახლა არ მითხრათ რომ მესტია სოფელი არააო :))))))
მესტია
svanka თარიღი: ოთხშაბათი, 18.06.2008, 21:16 | წერილი # 1
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
მესტია (ყოფილი სეტი), დაბა, მესტიის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ, თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ (უახლოესი რკინიგზის სადგური). დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002).

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე)), განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის (ტურბაზა, ტურისტული სასტუმრო) დაწესებულებები.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90"-დან


barcelona 4 ever da ushguli for ever
 
makrine თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:18 | წერილი # 2
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
svanka, კარგია ასეთი ინფორმაცია, რომ დადევი, მაგრამ მესტია ნამდვილად არაა სოფელი. დაბა და სოფელი განსხვავდება ერთმანეთისგან. და ეს შენ კარგად იცი smile
 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:22 | წერილი # 3
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
mamidashvili xar torem angry es xumrobit.vici sofeli rom ara magram sxva soflebze info ver vnaxe da...... smile

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
SVANCHIKA თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:40 | წერილი # 4
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

ise martla sheni mamidashvilia svanka ?





 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 15:42 | წერილი # 5
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
ki mamidashvilebi vart ara da gushin mekitxeboda ertmanets xom ar vicnobto da ara-tqo smile

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
SVANCHIKA თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 16:16 | წერილი # 6
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
smile
kargia
isev svanobam shegaxvedrat tongue




 
ფორუმი » სვანეთის ბუნება » სვანური სოფლები » მესტია (ახლა არ მითხრათ რომ მესტია სოფელი არააო :))))))
გვერდი 1 დან1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში