[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » რელიგია » ეკლესია-მონასტრები » ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლე (rame xarvezi tu agmoachinot me arafer shuashi var :))
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლე
svanka თარიღი: ოთხშაბათი, 18.06.2008, 16:50 | წერილი # 1
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია

მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფლის ცენტრში დგას. იგი ორსარ-თულიანია. თავდაპირველად VIII-IX საუკუნეებში მცირე ზომის სამლოცველო აუგიათ, რომელზეც XIII საუკუნის მეორე ნახევარში მეორე სართული დაუშენებიათ, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომლის ქტიტორი ყოფილა შალვა ქირქიშლიანი. მისი სახელი შემოგვინახა ფრესკის ასომთავრულმა წარწერამ. ამავე წარწერაში მოხსენებულია მისი ძმა ნექე, როგორც მოხატულო-ბის ინიციატორი.

ტაძრის კარს ზემოთ ნიშაში ჩახატული ორი ჯიხვი მიგვანიშნებს ქტიტორი ძმების ავტოგრაფზე და მათ სვანურ წარმომავლობაზე.

ცოდვების გამოსასყიდად ძმებს ნებართვა უთხოვიათ ლაღამელებისათვის, რომ ნება მიეცათ, ამ ბაზილიკაზე დაეშენებინათ უფრო მოზრდილი ღვთის სადიდებელი ტაძარი. ამ დროს სოფელში ძირითადად ცხოვრობდა სამი გვარი: ხოჯელანები(უხოჯელიანები), ბარლიანები და გვარლიანები.

მშენებლობისას ძირითადად შეწევნას თავის თავზე იღებს ხოჯელანების გვარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტაძრის შენებიდან დღემდე ტაძრის მცველები არიან ხოჯელანები. ტაძრის ეზოში დაკრძალვის უფლებავ მხოლოდ ამ გვარს აქვს.

დავინტერესდით ხოჯელანთა გვარის ისტორიით. პალეოგრაფ ვალერი სილოგავას ნაშრომში ,,სვანეთის წერილობითი ძეგლები” აღმოვაჩინეთ ცნობები ხოჯელანების შესახებ.

ტაძრის მაშენებელთა წარმომადგენლები საეკლესიო პირნი ყოფილან, განათლებული და ღირსეული კაცები: დემეტრე უხოჯელიანი, მახარობელი უხოჯელიანი, ქერაბინ უხოჯელიანი... ისინი ჩინებული კალიგრაფებიც ყოფილან და განსწავლული შემდგენელ-დამწერები სვანური საბუთებისა (XI-XIV-XV საუკუნეები).

მათი დღევანდელი შთამომავალნი კი ძირითადად ხელოვნები არიან: მხატვრები, რესტავრატორი, არქიტექტორი, დიზაინერი... ვინ იცის, მაცხოვრის შენება-მოხატვის დროს ხოჯელანები ამ ნიჭითაც გამოირჩეოდნენ სხვათაგან და ამიტომაც ითვლებიან ეკლესიის მშენებელ-მცველებად.

ლაღამის ეკლესიის მთელი განძეულობის (XI_XII სს-ის) მნიშვნელოვანი ძეგლები ინახება მესტიის მუზეუმში ეკლესიის გაძარცვის შემდეგ. წმინდა გიორგის ხატი მძარცველმა მიჰყიდა ანდრეი რუბლევის სახლ-მუზეუმს, ხოლო ღვთისმშობლისა და სვიმონ მესვეტის ხატი სამშობლოში დააბრუნა მაშენებელი და მცველი გვარის წარმომადგენელმა გურამ ხოჯელანმა (დაკრძალულია მაცხოვრის ტაძრის ეზოში). გავეცანით იმდროინდელი ,,ზარია ვოსტოკას” ერთ-ერთ ნომერს, რომელშიც ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალაა მოცემული.


barcelona 4 ever da ushguli for ever

Сообщение отредактировал svanka - ოთხშაბათი, 18.06.2008, 16:52
 
Tamari თარიღი: პარასკევი, 08.01.2010, 14:02 | წერილი # 2
რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 5
რეიტინგი: 0
Замечания:  ±
kochag svanka!!
 
ფორუმი » რელიგია » ეკლესია-მონასტრები » ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლე (rame xarvezi tu agmoachinot me arafer shuashi var :))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში