კვირიკობა სვანეთში უხსოვარი დროიდან სვანეთში - სოფელ კალაში, ( მესტიის რაიონი ) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას უწოდებენ. წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია . აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი – XI-XII საუკუნე. შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.