[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სვხვადასხვა » CHAT » სვანური ენა (სვანური ენის ისტორია)
სვანური ენა
svanka თარიღი: ოთხშაბათი, 18.06.2008, 21:20 | წერილი # 1
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახ. 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.

ისტორია [რედაქტირება]
სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ.წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

დიალექტები [რედაქტირება]
სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:

ბალსზემოური (დაახ. 15.000 მოსაუბრე): უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლათა.
ბალსქვემოური (დაახ. 12.000 მოსაუბრე): ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჭუბერი, ლახამი.
ლაშხური
ლენტეხური: ხელედი, ხოფური, რცხმელური, ჭოლური.

სვანური ენა
ლუშნუ ნინ
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 30.000
გავრცელებულია საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა
ოფიციალური სტატუსი -
ენის კოდები sva



barcelona 4 ever da ushguli for ever
 
milano თარიღი: შაბათი, 28.06.2008, 18:10 | წერილი # 2
ლეიტენანტი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 44
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
lushnu li macheene nin smile

forza milan!forza ushguli!
 
MariAkhvlediani თარიღი: შაბათი, 29.10.2011, 17:01 | წერილი # 3
რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 1
რეიტინგი: 0
Замечания:  ±
სვანურის სწავლა მინდა და ვერავინ ვიპოვე cry . არ გაქვთ სურვილი ვინც რა იცით რომ დაწეროთ? სიტყვები, წინადადებები და რავივი <3
 
ფორუმი » სვხვადასხვა » CHAT » სვანური ენა (სვანური ენის ისტორია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში