[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » ისტორია » მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი))
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
SVANCHIKA თარიღი: ოთხშაბათი, 18.06.2008, 23:41 | წერილი # 1
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
(ქ. მესტია და მესტიის რაიონი)

ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი)

დაბ. - 22.11.1957, ხაშური
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი
04.11.1998 - დიაკონი
15.02.1999 - მღვდლად კურთხევა
04.12.2000 - ბერად აღკვეცა
04.12.2001 - იღუმენი
03.11.2002 - მესტია-სვანეთის ეპისკოპოსი

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში, იმავე თავისუფალ სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს - მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა.

სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთა (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას ამ მხარეშიც უმოღვაწიათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა. ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიამანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006





 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 10:01 | წერილი # 2
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
vikipedia? smile

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
SVANCHIKA თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 16:14 | წერილი # 3
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
araa smile smile smile
shengan gansxvavebit tongue





 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 22:30 | წერილი # 4
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
smile smile smile smile martalia vikipedia chveni arsobisa smile smile smile smile

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
SVANCHIKA თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 23:24 | წერილი # 5
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
es wikipediidan araaaaa cry cry cry




 
MHLCHKHVIMMUSHVAN თარიღი: ხუთშაბათი, 10.07.2008, 13:21 | წერილი # 6
რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 15
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
SVIMON KANANELI SVANEBIS MIER IQNA MOKLULI SOKHUMSHI
 
makrine თარიღი: ხუთშაბათი, 10.07.2008, 16:00 | წერილი # 7
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
MHLCHKHVIMMUSHVAN, ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ვერ დადებ?
 
ფორუმი » მთავარი » ისტორია » მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში