[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სვხვადასხვა » CHAT » ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო (სვანური კერძები)
ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო
makrine თარიღი: სამშაბათი, 01.07.2008, 14:33 | წერილი # 1
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 80
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
ქართული სამზარეულოს დიდი ხნის ისტორია აქვს და მსოფლიოში განთქმულია განუმეორებელი გემოთი და მრავალსახეობით. იგი შედგება საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული კერძებით, რომელთა შორის სვანურ სამზარეულოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართული სამზარეულოს მთავარი ღირსებაა, რომ მზადდება ნატურალური პროდუქტებით, რომელიც კერძს განუმეორებელ გემოს აძლევს.
თავის მხრივ, სვანური სამზარეულოც მრავალფეროვანია და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა, რადგან მთაში დამზადებულ ხორცსა თუ ყველს თავისებური არომატი და გემო სდევს. თან სვანეთი მდიდარია სხვადასხვა სურნელებით.
ტრადიციული სვანური კერძებია: კუბდარი, ჭიშდვაარ, თაშ მჯაბ, მეერწვ, სულგუნ, და სხვა.

Добавлено (20.06.2008, 17:02)
---------------------------------------------
[size=14]კუბდარი[/size]

კუბდარი მზადდება საქონლის, ღორის ან შერეული ხორცისგან.
ავიოთ ხორცის რბილი ნაჭრები (აუცილებელია მსუქანი ნაჭრებიც). დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შევაზავოთ სურნელებით (გემოვნებით) -მარილი, წიწაკა, სვანური სურნელი ,,გიცრული”, ნიორი, ხელი ქინძი, ცოტა უცხო სუნელი. ავზილოთ კარგად და გამოვაცხოთ, როგორც ხაჭაპური.
განუმეორებელი გემო აქვს სვანურ ფეჩში გამომცხვარ კუბდარს smile

Добавлено (20.06.2008, 17:12)
---------------------------------------------
ჭიშდვაარ

ჭიშტვარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილი და კარგად დამწიფებული (უნდა იწელებოდეს) სახაჭაპურე ყველი.
სიმინდის ფქვილი კარგად მოვზილოთ წყლით და დავაჭყლითოთ ყველი. გავუკეთოთ გემოვნებით მარილი. გავაკეთოთ ხელისგულზე პატარა ბურთულები, ოდნავ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე. ჭიშდვარი იჭმევა ცხელი და უნდა იწელებოდეს.
ნამდვილი სვანური ჭიშდვაარი იცხობა უზეთოდ ფეჩში
.

Добавлено (23.06.2008, 10:53)
---------------------------------------------
მეერწვ

,,მეერწვ”-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ მოხარშული კარტოფილი და სახაჭაპურე ყველი.
მოხარშული კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავადუღოთ წყალი (1-2 ჭიქა, დამოკიდებულია კარტოფლის მასაზე). მდუღარე წყალში ჩავყაროთ კარტოფილი, როდესაც კარტოფილი გაცხელდება (ფაფისებური უნდა იყოს) ჩავყაროთ დაჭყლეთილი ყველი და კარგად ავურიოთ. როცა ყველი დადნება და კარგად შეერევა კარტოფილს გაიწელება. დავამატოთ მარილი გემოვნებით და ცხელივე გადავიღოთ თეფშებზე.

Добавлено (01.07.2008, 14:33)
---------------------------------------------
თაშ მჯაბ[/color]

[color=purple]ითარგმნება, როგორც მოხარშული ყველი. მზადდება კარგად დამწიფებული ყველისაგან.
გავაცხელოთ ტაფა. ჩავყაროთ დაჭყლეტილი ყველი. ყველი დაიწყებს დნობას და თან ვურიოთ. როცა დადნება კარგად (წვენს გამოუშვებს) ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, რათა კარგად შეეიკრას და ცხიმი გამოუშვას. ვურიოთ და როცა ცხიმს ცალკე მოიყენებს და შეატყობთ, რომ ფქვილს მოხარშავა ყოფნის, დაამატებთ მარილს და გადმოიღეთ ცეცხლიდან.

 
ფორუმი » სვხვადასხვა » CHAT » ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო (სვანური კერძები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში