[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » ისტორია » მურმან ლებანიძის ”სვანური რვეული” ანუ ”ზღაპრული მუზეუმი” (ყველამ წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა ! ! !)
მურმან ლებანიძის ”სვანური რვეული” ანუ ”ზღაპრული მუზეუმი”
SVANCHIKA თარიღი: ოთხშაბათი, 18.06.2008, 23:34 | წერილი # 1
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±

სვანეთის ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვა

სვანეთი ქართული ეთნიკური სამყაროს, ქართული კულტურისა და სახელ-მწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ძველი (ანტიკური ხანის) თუ საშუალო საუკუნეების წყაროებში სვანეთი წარმოდგენილია, როგორც საქართველოს ორგანული ნაწილი, აქტიური მონაწილე საერთო სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

აკადემიკოს მელიქიშვილის აზრით, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვრობდნენ სვანები და ზანები.

საყურადღებოა ანტიკური ხანის ისტორიკოსის, სტრაბონის ცნობა, რომ სვანები უძლიერესნი არიან დიოსკურიის მახლობლად მცხოვრებ ტომთა შორის, შეუძლიათ 200 000-იანი ლაშქრის გამოყვანა.

არა ერთი მითითება არსებობს სვანების განსახლების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მდინარეების თერგისა და ყუბანის სათავეში სვანების ცხოვრების ფაქტს იქაური ტოპონიმიკური დასახლებანი ადასტურებენ.

XI-XIII საუკუნეებში სვანეთი ერთ-ერთი ძლიერი საერისთავოა. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ძეგლები, თქმულებები, ხუროთმოძღვრებისა და საეკლესიო მწერლობის, ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობის… უნიკალური ნიმუშები.

XVIII საუკუნის მიწურულს სვანეთში მთავრობდა ციოყ დადეშქელიანი. მისმა ვაჟებმა _ თენგიზმა და თათარყანმა მათში ცამოვარდნილი შუღლის გამო ფაქტობრივად ორად გაყვეს სვანეთი, 51 სოფლიდან თენგიზს 21 მორჩილებდა, თათარყანს _ 30.

XIX საუკუნის დამდეგიდან ქვემო სვანეთი მოექცა სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში. დადიანებმა ქვემო სვანეთის გლეხთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავის უშუალო ყმებად გადააქციეს.

სვანეთი თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ადრიდანვე იპყრობდა რუსეთის ხელისუფალთა ყურადღებას.

თავისუფალ სვანეთშიც შევიდა რუსის ჯარი. სვანეთის მთავრებს მიანიჭეს ტიტულები და ყოველმხრივ ცდილობდნენ მათ გადაბირებას.

1853 წელს მეფისნაცვალმა მიიღო სვანთა დელეგაციის თანხმობა რუსეთის ქვეშევრდომობაში ბალსზემო სვანეთის შესვლაზე. ქვემო სვანეთი შედიოდა ცაგერის საბოქაულოში, ზემო სვანეთი _ ლეჩხუმის მაზრის შემადგენლობაში. რუსული მმართველობის სისტემის შემოღებამდე სბანეთში “საზოგადოებრივი” მმართველობის ფორმები ბატონობდა.

ოჯახის უფროსს “მახვში” (უფროსი) ეწოდებოდა

“თემი” სვანეთში ორი ცნების შინაარსით იყო ცნობილი.

თემი ეწოდებოდა სასოფლო საზოგადოებას, ტერიტორიულად ერთმანეთის მახლობელი სოფლების კრებითი სახელწოდებაა, მეორეც, თემი ეწოდებოდა ერთი და იმავე გვარის ერთ ან რამდენიმე შტოს, ანუ “სამხუბს” (საძმოს).

სასოფლო საზოგადოებათა ანუ თემთა გაერთიანებული შეკრება იწოდებოდა ყრილობად (“ლუხორ”), რომელიც საგანგებო შემთხვევაში იკრიბებოდა.

ბ. ნიჟარაძე აღნიშნავს: ,,სასოფლო ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულს წესთწყობილებაში”. ის წყვეტდა ,,საშინაო” და ,,საგარეო” საკითხებს.

1875 წელს სვანეთში აჯანყდნენ რუსეთის მეფის რეჟიმითა და პოლიტიკით შევიწროებული სვანები.

მათ კვირიკეს ეკლესიაში (2000-მდე კაცი) ფიცი დადეს, თუ მთავრობა ხელს არ აიღებდა გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულებების შემოღებაზე, იარაღით იბრძოლებდნენ. დააპატიმრეს 16 კაცი. ხალდელებს მოსთხოვეს, ჩაებარებინათ აჯანყებული თანასოფლელები. ხალდელემა რუსებს ცეცხლი გაუხსნეს. საგანგაშო ვითარების გამო აჯანყებულების წინააღმდეგ 1200 კაციანი რეგულარული არმია შეიყვანეს. უთანასწორო ბრძოლა 1876 წლის 27 აგვისტოს დამთავრდა აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და განადგურებით (ხალდეში დღეს არცერთი კოშკი არ დგას). ამ აჯანყებას მიეძღვნა ცნობილი სვანური ხალხური სიმღერა ,,გაულგავხე”.

ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, სვანეთში ეჭვგარეშეა ქრისტიანობა შემოსულია ბიზანტიიდან, ალბათ იმ დროს, როდესაც ლაზებმა და აფხაზებმა მიიღეს ქრისტიანობა. ბიზანტიის დიდი გავლენა აღნიშნულია როგორც სვანურ ენაში, ისე წირვის წესში და სვანთა ერისთავთა მიერ ბიზანტიურ საკარისკაცო პატივის ტარებაში.

სვანეთი ჯერ შეადგენდა კოლხეთის ავტონომიურ ნაწილს, შემდეგ ლაზთა სამეფოს ნაწილს და ბოლოს შედიოდა აფხაზთა სახელმწიფოში. როდესაც აფხაზეთი და საქართველო გაერთიანდა ბაგრატ მესამის უფლების ქვეშ 980 წელს, სვანეთიც საქართველოს ნაწილი გახდა. აქედან იწყება მჭიდრო კავშირი სვანეთისა და მთლიან საქართველოსთან. ეტყობა, საქართველოს მეფენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ სვანეთს. იფარის ეკლესია დავით აღმაშენებლის მხატვრის მიერ არის ფრესკებით მოხატული, ალბათ მეფისავე ბრძანებით”.

სვანეთის ზოგადი გეოგრაფიული დახასიათება

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კუთხე _ სვანეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე და კავკასიონის პარალელური სვანეთის ქედის ორივე კალთაზე.

სვანეთის ერთი ნაწილი _ ზემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე (უკიდურესი პუნქტებია სოფლები უშგული და თოთანი).

სვანეთის მეორე ნაწილი _ ქვემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ცხენის-წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 600-1500 მეტრის სიმაღლეზე.

სვანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი, დასავლე-თიდან – აფხაზეთი და სამეგრელო, სამხრეთით _ იმერეთი და სამეგრელოს ტერიტორიის ნაწილი. ჩრდილოეთ სვნაეთის საზღვარი გადის კავკასიონის მთავარ ქედზე, რომლის გაღმა მდებარეობს ყარაჩაი და ყაბარდო.

ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთისაგან ყოფს სვანეთის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მეტრს აღემატება.

მდინარე ენგურის ხეობის(იგივე ზემო სვანეთი) აღმოსავლეთ ნაწილში, უშგულიდან ბალის ქედამდე, მდებარეობდა ,,თავისუფალი” ანუ ,,უბატონო” სვანეთი (ბალის ქედი ზემო სვანეთს ყოფს ორ ნაწილად, მის კალთებზე აღმოსავლეთითაა ლატალი, დასავლეთით – ბეჩო), ხოლო ბალის ქედის დასვლეთით ,,საბატონო” ანუ სადადეშქელიანო სვანეთი.

მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ქვემო სვანეთს) ეწოდებოდა სადადიანო სვანეთი.

სვანეთ მიუხედავად მისი მაღალმთიანობისა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ მხარეებთან. ეს ხორციელდებოდა მრავალი საუღელტეხილო გზით, რომელთაც მივყავართ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო ენგურისა და ცხენის-წყლის ხეობებზე მიმავალი გზები სვანეთს აკავშირებენ იმერეთთან, სამეგრე-ლოსთან. ამ გზებით ხორციელდებოდა და ხორციელდება სვანეთის სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოს სხვა მხარეებთან.

სვანები ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალ უღელტეხილებზე გადადიოდნენ ფეხით, ან გადაჰქონდათ ტვირთი ცხენების, სახედრების საშუალებით. ასეთი მიმოსვლა დაკავშირებული იყო აღებ-მიცემობასთან.

ზემო სვანეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ წანერის, ტვიბერის, მესტიის, ბეჩოს, თონღუზ-ორუნის, ბასის, ატკვერის, მუშურის, კიჩხარის... უღელტეხილებით, ღურის, ლასილის, გოლდაშის გადასასვლელებით.

ამჯერად სვანეთი საქართველოს ბართან დაკავშირებულია სამანქანო და საჰაერო გზით.

მესტიაში ყოველწლიურად ფართოვდება ტურიზმი, ვითარდება ალპინიზმი, ტურისტული მარშრუტები გადის უღელტეხილებზე.

ყინულებით დაფარული მწვერვალები, მთის ყვავილებით მოხატული სათიბები, კამკამა ჩანჩქერები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მჟავე წყლები (სგიმი), დაბურული ტყეები... დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც უნიკალური კუთხე უამრავ მნახველს იზიდავდა და იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

სვანთა მენტალობის ისტორიიდან

თქვენთვის რომ გამეცნო სვანთა მენტალობის უმთავრესი მახასიათებლები, ვისარგებლე წიგნით ,,ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან”, რომლის ავტორი გახლავთ ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი. პირადად ვეწვიეთ მას საქართველოს იტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და კონსულტაციის შემდეგ გთავაზობთ მცირე ინფორმაციას.

სამეცნიერო და ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოსაგან განსხვავებული რელიგიური სიტუაცია გვქონდა დასავლეთ საქართველოს მთიანეთში _ სვანეთში. აქ ქრისტიანობა მეტად ღრმად შევიდა და ამას სვანეთში მოფენილი სალოცავების სიმრავლეც ადასტურებს. საისტორიო ძეგლებიდან ჩანს, რომ სვანეთის მოსახ-ლეობაში ღრმად ყოფილა გამჯდარი ქრისტიანული სულისკვეთება და ეკლესია გადამჭრელ როლს ასრულებდა აქაური საზოგადოების ყოველგვარ საქმიანობა-ში.

ღვთის შიში და მოკრძალება სვანთათვის შინაგან მოთხოვნილებად იქცა. სვანეთის ცხოვრების წესს სარწმუნოება ასაზრდოებდა.

რელიგიის უდიდეს გავლენას გვიჩვენებს დღემდე მოქმედი დღეობა-დღესასწა-ულები, რომლებიც ტრადიციული რწმენის, რელიგიური ქცევის ნორმების, ეტიკე-ტის სენახვასა და მომავალი თაობების ასეთივე ღირებულებებით აღჭურვას ემსახურება.

მღვდელ კარბელაშვილის დაკვირვებით, ,,სვანების ძლიერ სარწმუნოებრივს გრძნობას უნდა დავუმადლოთ, რომ ამოდენა მხატვრობით შემკული ჯვარ-ხატებით სავეს საყდრები შეინახეს დღემდე... მთელ საქართველოსთვის კარგი მისაბაძავი საქმეა”.

,,სვანეთმა, ტრადიციისადმი ერთგულებით გამორჩეულმა მხარემ, დღემდე შეინარჩუნა ოდინდელი დიდების, სახელმწიფო ძლიერების, ლაშქრობებისა და სამხედრო ასპარეზობების სიმბოლოდ ქცეული საერისთავო დროშა ,,ლემი”, რომელიც ადგილობრივთათვის რელიგიური სიწმინდის ტოლფასია. იგი, გადმოეციმით, თვით თამარ მეფეს შეუკრავს და სეტის ჯგრაგისთვის შეუწირავს. ცნობილია, რომ თამარ მეფის ნათელ ხატებას, უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭი-რა სვანეთის ტრადიციულ ყოფაში, იქ დღემდე მოგიყვებიან, რომ თამარ მეფეს განსაკუთრებულად ჰყვარებია სვანეთი, სადაც მრავალი ეკლესია და ციხე-დარ-ბაზი აუგია, ბოლოს კი სამუდამო განსასვნებლადაც ეს კუთხე აურჩევია. ალ. ხახანაშვილის მასალით, სვანებს სწამთ, რომ თამარ მეფე უშგულის ღვთის-მშობლის ეკლესიის საკურთხეველშია დაკრძალული, მაგრამ მალავენ ამ ამბავს, რადგან შიშობენ, რომ მეფის ნეშტს წაასვენებ და ამით სვანეთს ბედნიერებაც დატოვებსო”. (გუჯეჯიანი, ,,ქართველ მთიელთა მენტალობის ისტო-რიიდან”).

ცნობილია, რომ სვანეთში ეკლესია და თემი შუასაუკუნეებიდან განუყოფე-ლია. ,,ერთობილმა ხევმა” თავისი არსებობის შენარჩუნება და მომავალი მთლიანად ეკლესიას მიანდო. ეკლესია თემის მფარველია, მისი სულიერი და სოციალური ცხოვრების მომწესრიგებელი, ხოლო თემი, თავის მხრივ, ამ ეკლესიის ერთგული შვილი და პატრონია.

ცოცხალი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ყოველ სადავო საქმეს ეკლე-სიაში ან მის ეზოში განსჯიან დღესაც.

,,ცოდვა” და ,,დანაშაული” გაიგივებულია სვანისთვის. უმძიმესი ცოდვა და დანაშაულია ,,ეკლესიის გატეხვა”, სამშობლოს (თემის) ღალატი...

ენით აუწერელი შიში ახასიათებს სვანს ფიცის გატეხვისადმი. ფიცს ხატის წინაშე დებენ სვანები განსაკუთრებით გართულებულ საქმეთა გადაწყვეტისას.

ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ,,დამნაშავეებს ხატზე აფიცებდნენ და მაგალითი არ ყოფილა წინა დროში, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინოს”.

საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობის, ტრადიციული ზნეობრივ-რელიგიური ნორმების დაცვა-შენარჩუნებას მედიატორები ემსახურებოდნენ.

სვანური სუფრაც თავისი სადღეგრძელოებითა და რიტუალებით რელიგიურ საფუძველზეა წარმოშობილი. სუფრა აუცილებლად იწყება მამა ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვით, სადღეგრძელოთი. შემდეგ ადიდებენ მიქაელ მთავარანგე-ლოზს, მესამე სადიდებელი წმინდა გიორგის ეძღვნება. პურობის დასასრულს კი ღვთისმშობელს (,,ლამარიას”) უძღვნიან სამადლობელს.

ათეისტურმა სახელმწიფომ, ცხოვრების ახალმა რიტმმა და შემოსულმა ახალმა წესებმა ვერაფერი დააკლო სვანების რელიგიურობას, მათ მენტალობას. სვანეთის თანამედროვე საზოგადოება ერთგულია მამაპაპეული ფასეულობები-სადმი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა:

,,მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. აქ ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენს ხატებს, ჩვენს ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე”.

სვანეთი მოძალადე და მოთარეშე მტერთათვის მიუვალი და მიწვდომელი, საქართველოს განძთსაცავდა იქცა, ხოლო სვანები _ საქვეყნო სიმდიდრის უღალატო მცველებად.

სვანეთის კულტურა

სვანეთში დღემდეა შემორჩენილი მრავალრიცხოვანი ძეგლები, შენობა-ნაგებობანი, ყოფა-ცხოვრების მრავალფეროვანი ადათ-წესები... რაც მიგვითითებს სვანეთის კულტურის საკმაოდ განვითარებულ დონეზე.

ამ ძეგლებს მაღალმეცნიერული, ისტორიული, მხატვრული ღირსება-მნიშვნელობა აქვთ. სვანეთის ეკლესიები, მათ კედლებზე შესრულებული მხატვრობის ნიმუშები, აქ შექმნილი თუ გადანახული ხატები, წიგნები, ჯვრები... მეცნიერების დიდ დაინტერესებას იწვევს.

ლატალის თემში 24 ეკლესიას ითვლიდნენ თურმე, ხოლო ადიშში (რომელ-შიც მხოლოდ 14 ოჯახი ითვლებოდა) 7 ეკლესია იყო.

დეკანოზი ი. მარგიანი წერდა: ,,ვგონებ, მართლაც არსად არ არის იმისთანა ქვეყანა, რომ სვანეთისავით მდიდარი იყოს ძველი ეკლესიებით, ხატებით და საეკლესიო წიგნებით. ვერ წარმომიდგენია, თუ საიდან გაჩნდა ამდენი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატი, ძვირფასი ქვებით შემკობილი აზარფეშები, ტყავზედ დაწერილნი საეკლესიო წიგნები და სხვა ძვირფასი ნივთები!”

დ. ანტონიძე წერდა: ,,ორი წლის განმავლობაში სვანეთში ყოფნამ დამარ-წმუნა, რომ ეს კუთხე ჩვენი ქვეყნისა წარმოადგენს ნამდვილს ეთნოგრაფიულს საუნჯესა”.

სვანეთის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად:

1. ადრინდელი ფეოდალური ხანის, საშუალო და გვიანდელი საუკუნეების ნაგებობანი, არქიტექტურული ძეგლები, (ეკლესიები, კოშკები, საცხოვრე-ბელი სახლები, გალავანი...);

2. კლასიკური ხანის ჭედური ხელოვნებისა და ფერწერის ძეგლები;

3. ხელნაწერები.

საქვეყნოდაა ცნობილი სვანური საგალობლები და ხალხური სიმღერები: ,,ლილე”, ,,ლაგუშედა”, ,,შგარი”, ,,კვირია”, სიმღერბი თამარ მეფეზე, ცეკვები, ფერხულები... სვანური ჩანგი, ჭიანური... სვანური ,,ზარი”.

1936 წელს მესტიაში გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს მუზეუმი უნიკალური განძთსაცავია. აქ ინახება უძველესი ხელნაწერები (მათ შორის ადი-შის ოთხთავი), ხატები, ჯვრები, ჭედური ხელოვნების, ხელნაწერი წიგნების, ნუმიზმატიკისა და ეთნოგრაფიული ძეგლების მდიდარი ფონდები...

სვანეთის ისტორიაზე მეტყველებს სვანური კოშკები, სათავდაცვო ნაგებო-ბანი.

იგი იყო საცხოვრისიც და სათავდაცვო ნაგებობაც. შუასაუკუნეებში აშენებული კოშკები დღესაც დგანან და უტყვი მოწმეები არიან სვანეთის ისტორიისა.

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია

ალბათ გახსოვთ ლიტერატურის გაკვეთილი, როცა ვსწავლობდით ანა კალანდაძის ლექსს ,,ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა”. იმ დღეს მასწავლებელმა ახსენა სოფელი ლაღამი, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია და სვიმონ მესვეტის უნიკალური ხატი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოვიძიეთ კიდეც მასალა, რაც გვაინტე-რესებდა, მაგრამ წაკითხულმა და მეტის გაგების სურვილმა მიგვიყვანა პროფე-სორ რუსუდან ყენიასთან, რომელიც სვანეთის კულტურის თავდაუზოგავი შემ-სწავლელია, აგრეთვე დავუკავშირდით მხატვარ-რესტავრატორს რევაზ ხოჯე-ლანს, არქეოლოგ _ დოცენტ შოთა ჩართოლანს. შეგროვდა ძალიან საინტერესო მასალა. ამჯერად მათ ნაწილობრივ გაგაცნობთ.

მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფლის ცენტრში დგას. იგი ორსარ-თულიანია. თავდაპირველად VIII-IX საუკუნეებში მცირე ზომის სამლოცველო აუგიათ, რომელზეც XIII საუკუნის მეორე ნახევარში მეორე სართული დაუშენებიათ, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომლის ქტიტორი ყოფილა შალვა ქირქიშლიანი. მისი სახელი შემოგვინახა ფრესკის ასომთავრულმა წარწერამ. ამავე წარწერაში მოხსენებულია მისი ძმა ნექე, როგორც მოხატულო-ბის ინიციატორი.

ტაძრის კარს ზემოთ ნიშაში ჩახატული ორი ჯიხვი მიგვანიშნებს ქტიტორი ძმების ავტოგრაფზე და მათ სვანურ წარმომავლობაზე.

ცოდვების გამოსასყიდად ძმებს ნებართვა უთხოვიათ ლაღამელებისათვის, რომ ნება მიეცათ, ამ ბაზილიკაზე დაეშენებინათ უფრო მოზრდილი ღვთის სადიდებელი ტაძარი. ამ დროს სოფელში ძირითადად ცხოვრობდა სამი გვარი: ხოჯელანები(უხოჯელიანები), ბარლიანები და გვარლიანები.

მშენებლობისას ძირითადად შეწევნას თავის თავზე იღებს ხოჯელანების გვარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტაძრის შენებიდან დღემდე ტაძრის მცველები არიან ხოჯელანები. ტაძრის ეზოში დაკრძალვის უფლებავ მხოლოდ ამ გვარს აქვს.

დავინტერესდით ხოჯელანთა გვარის ისტორიით. პალეოგრაფ ვალერი სილოგავას ნაშრომში ,,სვანეთის წერილობითი ძეგლები” აღმოვაჩინეთ ცნობები ხოჯელანების შესახებ.

ტაძრის მაშენებელთა წარმომადგენლები საეკლესიო პირნი ყოფილან, განათლებული და ღირსეული კაცები: დემეტრე უხოჯელიანი, მახარობელი უხოჯელიანი, ქერაბინ უხოჯელიანი... ისინი ჩინებული კალიგრაფებიც ყოფილან და განსწავლული შემდგენელ-დამწერები სვანური საბუთებისა (XI-XIV-XV საუკუნეები).

მათი დღევანდელი შთამომავალნი კი ძირითადად ხელოვნები არიან: მხატვრები, რესტავრატორი, არქიტექტორი, დიზაინერი... ვინ იცის, მაცხოვრის შენება-მოხატვის დროს ხოჯელანები ამ ნიჭითაც გამოირჩეოდნენ სხვათაგან და ამიტომაც ითვლებიან ეკლესიის მშენებელ-მცველებად.

ლაღამის ეკლესიის მთელი განძეულობის (XI_XII სს-ის) მნიშვნელოვანი ძეგლები ინახება მესტიის მუზეუმში ეკლესიის გაძარცვის შემდეგ. წმინდა გიორგის ხატი მძარცველმა მიჰყიდა ანდრეი რუბლევის სახლ-მუზეუმს, ხოლო ღვთისმშობლისა და სვიმონ მესვეტის ხატი სამშობლოში დააბრუნა მაშენებელი და მცველი გვარის წარმომადგენელმა გურამ ხოჯელანმა (დაკრძალულია მაცხოვრის ტაძრის ეზოში). გავეცანით იმდროინდელი ,,ზარია ვოსტოკას” ერთ-ერთ ნომერს, რომელშიც ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალაა მოცემული.

საინტერესოა კედლის მხატვრობა ტაძრისა.

ქვედა ეკლესიის I ფენა თარიღდება X საუკუნით. ავტორად მიჩნეულია სვანი ადგილობრივი უცნობი მხატვარი.

ფრესკებზე იკიტხება ვედრების სცენა, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელო-ზები, პეტრე და პავლე მოციქულები, წმინდა გიორგი, წმინდა თეოდორე, წმინდა დემეტრე, წმინდა ბარბარე, წმინდა ეკატერინე. მეორე ფენის მხატვრობა დაზია-ნებულია, მაგრამ მაინც იკვეთება ჯვარცმის, მირქმის, განბანვის სცენები.

მაცხოვრის II სართულზე, საკურთხეველში როგორც წესი, გამოსახულია ვედრების, ხარების, მაცხოვრის ფერისცვალების, ღვთისმშობლის მიძინების, მირქმის, ადამისა და ევას ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნის, ჯვარცმის, ლაზარეს აღდგინების სცენები. გამოსახულია მენელსაცხებლე დედანი, მიქაელ და გაბ-რიელ მთავარანგელოზები, ქტიტორი შალვა ქირქიშლიანი, წმინდა დედები: წმინდა ეკატერინე, წმინდა თეკლე, წმინდა ბარბარე, წმინდა გიორგი, წმინდა დემეტრე, ყრმა იესო (საკურთხეველში), წმინდა ივლიტა წამებულ შვილთან.

საინტერესოა ფასადური მხატვრობაც აღმოსავლეთ ფასადზე ნათლად იკითხება წმინდა ესტატეს ირემზე ნადირობა.

რესტავრატორთა ვარაუდით, ტაძრის გადახატვა უნდა მომხდარიყო XIII საუკუნეში, ქართული რენესანსის ეპოქაში. ფიქორბენ, ეს უნდა მომხდარიყო ეპიგრაფიული და კანონიკური გადახრების გამო.

XII საუკუნის მხატვრობა ეკუთვნის აღმაშენებლის კარის მხატვარს, თევდო-რეს სკოლას, რაზეც მიგვითითებს მხატვრობის სრულყოფილება და მონუმენტუ-რობა (ცნობისათვის: თეოდორე (თევდორე)) დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი ყოფილა (XI_XII) საუკუნეების მიჯნა, უწოდებდნენ მეფის მხატვარს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თევდორე მეფის დავალებებს ასრულებდა,. ეს უნდა იყოს დავითის და, შესაძლოა დიმიტრი პირველის მხატვარი (ვკითხულობთ მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში.

წარმოშობით თევდორე სვანეთთანაა დაკავშირებული. მოხატულობათა მხატვრული თავისებურება, რომელიც ტიპურია სვანური ფრესკებისათვის (იფარის, კვირიკეს, ნაკიფარის, წვირმის ტაძრები).

ამ მცირე მასალამაც კი დაგვარწმუნა, როგორი ძლიერი ყოფილა სვანეთში ქრისტიანული რელიგიის პატივისცემა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ამ კუთხის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კულტურაზე.

სვიმეონ მესვეტის ხატი ქართულ კულტურას შემოუნახა ლაღამის ეკლესიამ. ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

იგი მიეკუთვნება XI საუკუნის II ათეულს.

ოსტატი – ფილიპე ოქრომჭედელი.

ხე, ვერცხლი მოოქრული.

35,3X23X2სმ.

ხატის დამკვეთია ცაგარელი ეპისკოპოსი ანტონი. მისი ფიგურა გამოსახულია ხატის ქვედა არეზე, მარცხნივ. წარწერა ასე იკითხება: მე, გლახაკმან ანტონი ცაგარელმან ჩემს იშხანს ყოფასა მხატვარეული ადგილი ოხერი ვენახად ავაშენე, ხატი ესე შევქმენ და წმ. სვიმეონს დავუსვენე. ვინ გამოახვას შემცაიშლები ღმრთისაგან.

ხატზე ანტონ ცაგარელი დგას ვედრების პოზაში სვიმეონ მესვეტის (უმცროსის) წინაშე. ანტონი 1023-1032 წლებში ფლობდა იშხნელის ტიტულს და აწარმოებდა ტაძრის აღდგენით სამუშაოებს.

ხატის ქვედა არშიაზე გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: მათე, იოანე, ლუკა. გვერდით არშიებზე – წმ. მთავარანგელოზები და წმ. მოციქულები – პეტრე და პავლე.

ხატი იშხნის მონასტრიდან ცაგერის ეპარქიაში (რომელშიც შედიოდა ზემო სვანეთის ბალსზემო ნაწილი) XIII-XIV საუკუნეებში ავბედობის ჟამს უნდა იყოს გადასვენებული.

სვეტი დასაყუდებელი ადგილი იყო განდეგილი მესვეტე ბერებისა. ეს ყოფილა კოშკის მსგავსი ნაგებობა და უფლის წინაშე აღქმადადებული ბერი მთელი სიცოცხლის მანძილზე ცხოვრობდა მასზე.

საქართველოში ასეთი სვეტები არის უბისის ეკლესიასთან, მარტყოფის მონასტერთან, კაცხის სვეტი და სხვა.

რაც შეეხება სვიმეონ მესვეტეს (უმცროსს), იგი 521-569 წლების მოღვაწეა. ანტიოქიის შავი მთის სახელგანთქმული განდეგილი, რომელსაც საკვირველმოქმედს უწოდებდნენ.

ქრისტიანი მშობლების შვილი ექვსი წლის ასაკში წასულა უდაბნოში და განმარტოებით ცხოვრობდაო. ანგელოზი მფარველობდა პატარას, რომელმაც შვიდი წლის ასაკიდან ისურვა დაყუდების ნებართვა. იგი გარდაიცვალა სვეტზე 68 წლის მოღვაწეობის შემდეგ.

საღვთო განგებით სნეულთა განკურნების ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული.

სვიმონ საკვირველმოქმედის დაარსებულ სვიმეონწმინდის მონასტერში მოღვაწეობდნენ ქართველი ბერებიც.

ისტორიული წყაროების ჩვენებით, სვიმეონ მესვეტე მეგობრობდა სირიელ მამებთან, რომლებიც იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით ქართლში ჩამოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი.






 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 10:02 | წერილი # 2
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
magrad miyvars murman lebanidze da ashkarad masac svanebi dzalian uyvarda smile

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
ფორუმი » მთავარი » ისტორია » მურმან ლებანიძის ”სვანური რვეული” ანუ ”ზღაპრული მუზეუმი” (ყველამ წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა ! ! !)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში