მთავარიფორუმიფოტოგალერეა       რეგისტრაცია 
ნავიგაცია

გამოკითხვა

ჩეთი

რეკლამა

ლახვისა ჩვანაშტუე
(მაიკო მეშველიანს)

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ
მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად
ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით
მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!

დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა-
ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში-
ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?
არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

გიორგი საჯაია
 
ლექსები | ნანახია: 1699 | ავტორი: SVANCHIKA | კომენტარი (5)

ლახვისა ჩვანაშტუე
სურათიაღწერა
WWW.SVANETI.TK

ვხედავ გაშალეს მთებმა მკლავები...
ცხენისწყლის თქეში თვალთ მაქვს ხილული,
უშბა, თეთნულდი, შხარა, და შხელდა
მურის ხიდიდან გადაჭიმული
ჯვრამდე მოსული, აშოლტილი ტყე,
შიგ კი უშგული, ბეჩო, მესტია
ეცერი, ლჯი, ლენჯერი, ხალდე
ფუფუნებაზე უფრო მეტია!
ბრძენი მახვშები, კოშკთა სიმრავლე
ნისლში ფენილი მთები, ჭალები,
სუფრა მასპინძლის ეშხით გამთბარი
შინაორგილი ლილეს ზარები.
მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა,
მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი,
სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი!!!

ამ ლექსის ავტორის სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ ვიცი მისი მეტსალი "ბაშკა" დიდი მადლობა მას ამ ლექსისათვის ! ! !
 
ლექსები | ნანახია: 2828 | ავტორი: SVANCHIKA | კომენტარი (8)

ჩემს სვანეთს!!!
სურათიაღწერა
WWW.SVANETI.TK

ვხედავ გაშალეს მთებმა მკლავები...
ცხენისწყლის თქეში თვალთ მაქვს ხილული,
უშბა, თეთნულდი, შხარა, და შხელდა
მურის ხიდიდან გადაჭიმული
ჯვრამდე მოსული, აშოლტილი ტყე,
შიგ კი უშგული, ბეჩო, მესტია
ეცერი, ლჯი, ლენჯერი, ხალდე
ფუფუნებაზე უფრო მეტია!
ბრძენი მახვშები, კოშკთა სიმრავლე
ნისლში ფენილი მთები, ჭალები,
სუფრა მასპინძლის ეშხით გამთბარი
შინაორგილი ლილეს ზარები.
მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა,
მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი,
სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი!!!

ამ ლექსის ავტორის სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ ვიცი მისი მეტსალი "ბაშკა" დიდი მადლობა მას ამ ლექსისათვის ! ! !
 
ავტორიზაცია

სალამი სტუმარი!

ძიება

სტატისტიკა

სულ ონლაინი 1
სტუმარი: 1
მომხმარებლი: 0

მეგობრები

BANNER 1
BANNER 2
Copyright WWW.FILMEBI.NET © 2024 | POWERED BY SVANCHIKA
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში
BANNER 3
BANNER 4